გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: სიონი, გარბანი, გორისციხე, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.
ასევე, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, წითლიანა, მუგუდა, მენესო და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ, ამასთან, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებში, ლისზე, მსხალდიდში, მუხათწყაროსა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით! ხელში შეგრჩათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც „შეისწავლოს“ – ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება!

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში