გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა – ირაკლი კობახიძე

გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა, მთელი ოპოზიცია, მათ შორის, მისი პოლიტიკური პარტიაც და თვითონ გახარიაც არიან სრულ გაურკვევლობაში, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გახარიას და მის გეგმებს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ ოპოზიცია და, მათ შორის, გახარია მსგავს მდგომარეობაში არიან, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი რადიკალური ოპოზიციის პატრონებს მიუძღვით.
„გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა. თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, თან – არ უნდა. არჩევნებში უნდა მონაწილეობა, თან – არ უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შანსებიც საკმაოდ შესუსტებული აქვს. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიცია და მათ შორის, ეს პოლიტიკური პარტიაც და ეს ადამიანიც არიან სრულ გაურკვევლობაში, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ, მაგრამ პირველ რიგში, ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის რადიკალური ოპოზიციის პატრონებს,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დღევანდელ დღეს სააკაშვილის აგენტურულმა ხელისუფლებამ ჩაიდინა მიუტევებელი ქმედებები ერის წინაშე, ეს თავად სააკაშვილის ხელისუფლებამ დაადასტურა, როდესაც ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რითაც აღიარეს, რომ ომი თავად დაიწყეს

2008 წლის 8 აგვისტო, საქართველოს ისტორიაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს როგორც ჩვენი სამხედროების უპრეცედენტო გმირობის, ხოლო მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ხალხის ღალატის მაგალითი

რაც არ უნდა უარყონ და პარტ-ჟურნალისტებმა ალოგიკური კითხვებით გამიზნულად ხელი შეუშალონ აგვისტოს ომზე სიმართლის მთქმელ რესპოდენტებს, ფაქტებს ვერ გაექცევიან, ვერც მოიწმენდენ იმ ღალატს, რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს წინაშე