გახარია: გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის, სულ ზეპირად ვიცი ვისი

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდით ქვეყნისთვის მიღებული სარგებელი 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის:
„ბევრი რაც გაუფუჭებიათ იმაზე პასუხი უნდა აგონ. კითხვები ამიერიდან იქნება, ვის რამდენი აქვს მოპარული. გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის, სულ ზეპირად ვიცი ვისი. იმდენი აქვთ სახლში წაღებული, მთელი პრობლემაა ეს როგორ დაიცვან“ — ამბობს გიორგი გახარია.
აღნიშნული განცხადება გიორგი გახარიამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა, რომლის ამსახველი ვიდრეო რგოლიც პარტიის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. განცხადებაში გახარია არ აკონკრეტებს ვისზე საუბრობს, თუმცა მის პარტიაში განმარტავენ, რომ ეს პირები ირაკლი ღარიბაშვილთან და „ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშირებული:
„ამ გავლენიან ჯგუფებში მოიაზრება ყველა ადამიანი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული ირაკლი ღარიბაშვილთან და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ელიტასთან. ამ ადამიანებისგან ე.წ. დივიდენდს იღებენ პარტიის შავ ყულაბაში. ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არიან მიწებებული ბიძინა ივანიშვილთან.
როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, ისინი ასეთ ბოგინს ვერ ბედავდნენ იმიტომ რომ ჩამკეტები ვიყავით და როგორც კი ეს ჩამკეტი მოიშალა, მივიღეთ ის რაც მივიღეთ და მივედით იმ რეალობამდე, რაც 90-იანებში იყო საქართველოში,“ – განმარტავს ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას.
გახარიას ამ განცხადებას გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“. ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი გახარიას ბრალდებებს დემაგოგია უწოდა:
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ბუნებას ჩვენი ოპოზიციის. საქართველოში ის რომ ყველა ადამიანი ყველას იცნობს, არ ნიშნავს, რომ ადამიანები ერთმანეთთან მანკიერი წრით არიან შეკრულები“ — ამბობს ქადაგიშვილი.
გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ ეკონომიკა წინ მიდის, რაც 10 000-ობით ოჯახზე აისახება და არა 20-25-ზე, როგორც ამას გიორგი გახარია ამტკიცებს:

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი პრემიერს – მეგობრებს დებატებში არ იწვევენ – ხვალ არის კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით

პრემიერი – გაგებით ვერ მოვეკიდებით ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ