გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი

გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი
რეალურად გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის 12 დეპუტატს არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში.
„რეალურად გახარიას პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტისთვის უპატივცემულობის გამოხატვის თაობაზე, ამ პოლიტიკურ ნაბიჯსაც ექნება შესაბამისი პასუხი. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ 12 დეპუტატს არავითარ შემთხვევაში არ ეკუთვნის მანდატები საქართველოს პარლამენტში. დანარჩენი პარლამენტის გადასაწყვეტია, შემდეგ საშემოდგომო სესიაზე დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბინძური ნიაღვარი მოდის ადგილობრივი “ოპოზიციის” იმ ნაწილიდან, ვინც არჩევნებისადმი ბოიკოტის რეჟიმში “კარდაკარ” აქციებს მართავენ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, ან თუნდაც თბილისში – დიდი ბრიტანეთის საელჩოში. ხვდებიან ყველას და “ყველაფერს” – ოღონდ არა ქართულს და ეროვნულს

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და ჩაეყარა საფუძველი ქართულ პარლამენტარიზმს