გახანგრძლივდება თუ არა ზავი ახლო აღმოსავლეთში – “ჰამასმა” კიდევ 16 მძევალი გაათავისუფლა

გახანგრძლივდება თუ არა ზავი ახლო აღმოსავლეთში – გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მხარე ანალოგიურ პირობებზე ზავის გასაგრძელებლად მზად არის, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება, ამ დრომდე, არ არის მიღებული. სწორედ ამ თემის განსახილველად და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მოსაგვარებლად არის ჩასული ისრაელში, ომის დაწყებიდან უკვე მესამედ, ენტონი ბლინკენი.
გუშინ “ჰამასმა” კიდევ 16 მძევალი გაათავისუფლა – მათ შორის, 10 ისრაელის და 4 ტაილანდის მოქალაქე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჰამასმა” ტყვეობიდან რუსეთისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანი გაუშვა. ტერორისტებმა ამ ქმედებას “პუტინისადმი ჟესტი” უწოდეს.
გუშინვე, შეთანხმების თანახმად, ისრაელმა ციხეებიდან 30 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას