გასულ კვირაში ლარი ევროსთან 9.71 თეთრით, დოლართან კი 4.22 თეთრით გაუფასურდა

ბოლო რამდენიმე დღეა ლარი გაუფასურებას განაგრძობს. გასულ კვირაში, ლარი ხუთივე დღის ვაჭრობისას გაუფასურდა – ჯამში, ევროსთან 9.71 თეთრით, ხოლო დოლართან – 4.22 თეთრით.
მხოლოდ 24 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან 2.07 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 4.26 თეთრით.
დღევანდელი ოფიციალური კურსით, ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 2.8834 ლარია, ერთი ევროსი – 3.0247 ლარი.
ცნობისთვის, გასული, 2024 წელიც სავალუტო ბაზრისთვის საკმაოდ არა დინამიკური იყო. წლის პირველ ნახევარში ლარის კურსი დოლართან მიმართებით ძირითადად გამყარებით გამოირჩეოდა, ზაფხულში კი ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, რომელიც შემოდგომაზე დასტაბილურდა, თუმცა წლის ბოლოს ისევ გაუფასურდა.