გარდაიცვალა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი

ხუან ვი­სენ­ტე პე­რე­სი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი მა­მა­კა­ცის ტი­ტულს ატა­რებ­და, 114 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.
“ჩვე­ნი მო­ხუ­ცი დონ ვი­სენ­ტე… ის ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა მისი ოპ­ტი­მიზ­მით, რწმე­ნით, იმე­დით და ჩვე­ნი ტა­ჩი­რი­სად­მი (შტატ­ში ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში – რედ.) ღრმა სიყ­ვა­რუ­ლით. ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა სი­კე­თის, სიბ­რძნი­სა და სი­ხა­რუ­ლის სიმ­ბო­ლო, რის გა­მოც მისი მემ­კვიდ­რე­ო­ბა სა­მუ­და­მოდ იცო­ცხლებს ჩვენს გუ­ლებ­ში. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, ჩემო ძვირ­ფა­სო მო­ხუ­ცო, არა­სო­დეს და­გი­ვი­წყებთ”, – და­წე­რა ტა­ჩი­რის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ფრე­დი ბერ­ნალ­მა.
პე­რე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ვე­ნე­სუ­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტი, ნი­კო­ლას მა­დუ­როც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:
“ხუან ვი­სენ­ტე პე­რეს მო­რამ 114 წლის ასაკ­ში დაგვტო­ვა. თა­ნაგ­რძნო­ბას ვუ­ცხა­დებ მის ოჯახს და ტა­ჩი­რის მთელ მო­სახ­ლე­ო­ბას. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე”, – წერს მა­დუ­რო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.
პე­რე­სი 1909 წლის 27 მა­ისს და­ი­ბა­და, ის 10-დან მე­ცხრე შვი­ლი იყო. მას ედი­ო­ფი­ნა დელ რო­სა­რიო გარ­სი­ას­თან 11 შვი­ლი ჰყავ­და – ექ­ვსი ვაჟი და ხუთი ქა­ლიშ­ვი­ლი, 42 შვი­ლიშ­ვი­ლი, 18 შვილ­თაშ­ვი­ლი და 12 შვილ­თაშ­ვი­ლის შვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება