,,გამოძახებაზე მისული 23 წლის პოლიციელის დაჭრამ ერთი ამბავი გამახსენა – თან ტრაგიკული და თან გმირული“ – რას იხსენებს ნათია მეზვრიშვილი

პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,გამოძახებაზე მისული 23 წლის პოლიციელის დაჭრამ ერთი ამბავი გამახსენა – თან ტრაგიკული და თან გმირული. 2008-2009 წელი იყო, მარჯანიშვილის მოედანზე ძარცვა მოხდა (ქალს ჩანთა გასტაცეს). ადგილზე შეესწრო ძველი თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა გამომძიებელი – გივი აფციაური და დაედევნა მძარცველს, რომელიც აღმოჩნდა დანით შეიარაღებული … გივი აფციაური დღეს ცოცხალი აღარაა.
ამ ყველაფერს რატომ ვწერ – პოლიციელი რომ დააშავებს, ერთი ამბავია (სამართლიანად), მაგრამ, როცა პოლიციელს დაუშავებენ (თან სიცოცხლის ფასად), არასათანადოა გამოხმაურებაც და დაფასებაც. ამ ხალხის სიცოცხლე რეალურად დევს სასწორზე ჩვენი უსაფრთხოებისთვის და სისტემაში ბევრი კეთილსინდისიერი პროფესიონალია.”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან თაქთაქიშვილი: ზაზა მესხი- ნიდერლანდებში მცხოვრები ჩვენი საქართველოს შვილი-შოვის ტრაგედიას რომ შეეწირა თავის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად! მისი არქივი მისი ყოფილი მეუღლისაგან მივიღე