გამოკითხვებში კამალა ჰარისი 2%-ით უსწრებს დონალდ ტრამპს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს 2%-ით უსწრებს. ამას მეტყველებს Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა. ჰარისს მხარი დაუჭირა რესპონდენტთა 44%-მა, ტრამპს – 42%-მა. გამოკითხვა 22-23 ივლისს ჩატარდა.
გამოკითხულთა 56% დაეთანხმა მტკიცებას, რომ 59 წლის კამალა ჰარისი „გამჭრიახია და სირთულეებთან გამკლავება ძალუძს“.
78 წლის დონალდ ტრამპის შესახებ ასეთივე მოსაზრება გაიზიარა გამოკითხულთა 49%-მა. გამოკითხულ დემოკრატთა ამომრჩევლების 91% დადებითად არის განწყობილი ჰარისის მიმართ. გამოკითხულთა სამი მეოთხედი თანხმდება, რომ დემოკრატებმა მის კანდიდატურას უნდა დაუჭირონ მხარი. ერთი მეოთხედი კი ფიქრობს, რომ ნომინაციისთვის უნდა იბრძოლოს რამდენიმე კანდიდატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი ხაზარაძის წერილზე – საბოლოოდ, ისე ხდება, აქეთ ბედავენ თქმას, რომ ფოკუსი გასასწორებელი ჩვენ გვაქვს – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ მათ, ვინც ბოიკოტზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები თურმე აღარ არის გაუქმებული