გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ – საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა წარადგინა. კონფერენცია 26 სექტემბერს, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში გაიმართა.

გალტ & თაგარტმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო, მათ შორის, თუ რა არის ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძირითადი ფაქტორები და მომდევნო წლებში რაზე იქნება დამოკიდებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ასევე პანელური დისკუსია, რომელშიც ს გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძეც მონაწილეობდა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გალტ & თაგარტმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა და დამსწრეებს ეკონომიკაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ტენდენციები გააცნო. ასევე ყურადღება გამახვილდა, თუ რა არის ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძირითადი ფაქტორები, როგორია ინვესტიციების და პროდუქტიულობის დინამიკა, ასევე რა მიმართულებებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ტრადიციულად, წარვადგინეთ 2025–26 წლების ძირითადი მაკროპარამეტრების პროგნოზები, რათა საქმიან საზოგადოებას დროულად გავაცნოთ ეკონომიკური ტენდენციები და დავეხმაროთ მათ ბიზნესის დაგეგმვასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში“ – განაცხადა ს კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.

გალტ & თაგარტის კვლევების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.