გაიცანით მარკეტინგული ტექნოლოგიების ფესტივალის — Touch.Point-ის სპიკერები

მარკეტინგული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, ფესტივალი Touch.Point იწყება.
ფესტივალის მიზანია, გააერთიანოს მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, ადამიანები, რომელთაც სურთ, მიიღონ ცოდნა, გამოცდილება და შექმნან ახალი შესაძლებლობები. წელს ღონისძიებაზე როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური ლიდერები აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ღონისძიების პროგრამა მოიცავს პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებსა და კითხვა-პასუხის სესიებს. ღონისძიების სპონსორი ა.
ამ ბლოგში კი გიამბობთ, თუ ვისი მოსმენის შესაძლებლობა ექნება სტუმრებს Touch.Point-ზე.
5 სპიკერი მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიდან
წლევანდელი ფესტივალის სპიკერები იქნებიან კრეატიული დირექტორები და მარკეტერები ცნობილი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორებიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Car და სხვები. ისინი საკუთარი გამოცდილების მაგალითზე განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის, სოციალური მედიისა და ტექნოლოგიების როლს კრეატიულ ინდუსტრიაში და ზოგადად, მარკეტინგში. მათ შორის არიან:
Ziv Meiri, Creative and Brand expert — Ex Google
ზივ მეირი კრეატიული და ბრენდის მიმართულების ექსპერტი იყო გუგლში. მას ასევე უმუშავია McCann-სა, PepsiCo-ში. 18-წლიანი გამოცდლებით, ის ბრენდინგის, მარკეტინგისა და კრეატივის მიმართულებით მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტია. ღონისძიებაზე ის მარკეტინგში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ისაუბრებს.
Louisa Ferguson, Global Head of Marketing Experience — Spotify
ლუიზა ფერგიუსონი სპოტიფაის მარკეტინგის გამოცდილების გლობალური ხელმძღვანელია. Touch Point-ზე ლუიზა განვითარებად ბაზრებზე Spotify-ის მარკეტინგულ სტრატეგიას განიხილავს. ღონისძიებაზე იგი ასევე მიმოიხილავს, თუ როგორ აგრძელებს მსოფლიოს უმსხვილესი აუდიო ბრენდი განვითარებას ლოკალურიდან გლობალურ მასშტაბებზე და პირიქით.
Timmy Ghiurau, Innovation Lead @Volvo Cars
Volvo Cars-ის წარმომადგენელი ღონისძიებაზე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაში ტექნოლოგიების და კრეატივის როლზე ისაუბრებს. დამსწრეებს ასევე გაუზიარებს პერსონალურ გამოცდილებას კრეატიული ინდუსტრიიდან ტექნოლოგიებში გადასვლის შესახებ.
Tommy Petrov, CEO — CopySigh AI; ex-Snap; ex-Meta
ტომი პეტროვი უკრაინელი კრეატიული დირექტორი და მხატვარია. ფესტივალზე მისი გამოსვლა შეეხება ხელოვნური ინტელექტის ძალას და სამართლებრივ საკითხებს, რომლებიც AI-ის მიერ გენერირებული კონტენტის კომერციულად გამოყენებას უკავშირდება.
Dot Lung, Mother of Social Dragons
დოტ ლუნგი, ციფრული მარკეტინგის გურუ, წარადგენს პრეზენტაციას სათაურით: პირადი ბრენდინგი არის მარკეტინგის მომავალი. ის დამსწრეებს გაუმხელს ექვს ელემენტს, რომელიც აუცილებელია სოციალური მედიის გავლენის მოსაპოვებლად, ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად და ეფექტური სტრატეგიების შესაქმნელად.
Andreas Panagiotopoulos, Strategist & Creative Director – Uncloudy & Co
ანდრეასი მიმოიხილავს მეტავერსის, გეიმიფკაციის და სამომხმარებლო გამოცდილების საკითხებს, ასევე ტენდენციებს, რომლებიც სამომავლოდ ამ მიმართულებით შეიძლება გამოიკვეთოს.
აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული სპიკერების ნაწილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მიხეილ ნადარეიშვილთან ერთად პანელურ დისკუსიასაც გამართავს. პანელური დისკუსიის სახელწოდებაა: AI in Marketing — What's next?
რაც მთავარია, ეს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია იმ გამომსვლელებისა, რომლებიც Touch.Point-ის აუდიტორიას ღირებულ ინფორმაციას გაუზიარებენ.
სპიკერების სრული სიის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. ღონისძიების დღის წესრიგი კი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
ღონისძიება გაიმართება TEC-ში, დოდო აბაშიძის 10-ში, ბილეთების შეძენას კი ამ ბმულზე შეძლებთ.
· გადახედვა კულტურა კროსვორდი: გამოიცანი თანამედროვე ქართველი მსახიობი როლით კროსვორდი: გამოიცანი თანამედროვე ქართველი მსახიობი როლით
· ცხოვრების სტილი 14 ივნისს ს მხარდაჭერით პრემია “ელისოს” დაჯილდოვება გაიმართება 14 ივნისს თიბისის მხარდაჭერით პრემია “ელისოს” დაჯილდოვება გაიმართება
· ცხოვრების სტილი პალიტრა L ლიტერატურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე — კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ პალიტრა L ლიტერატურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე — კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ

ასევე დაგაინტერესებთ