გავიხსენოთ, რა კეთდება წლების განმავლობაში ფეხბურთში, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი, მოედნების მშენებლობა, ნაკრების წარმატება… რაშიც, ფედერაციისა და გუნდის გარდა, დიდი წვლილი მიუძღვის გულშემატკივარს – ოდიშარია

გავიხსენოთ, რა კეთდება წლების განმავლობაში ფეხბურთში, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი, მოედნების მშენებლობა, როგორ ვუმასპინძლეთ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს, ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში გავიდა, რაშიც დიდი წვლილი ფედერაციის და გუნდის გარდა მიუძღვის გულშემატკივარს, სწორედ ამ ერთიანობის შედეგია ის რომ, 1 ნაბიჯი გვაკლია ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა, – წერს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.
როგორც ოდიშარია აღნიშნავს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უკანასკნელი წლების განმავლობაში არის მაღალორგანიზებული ორგანიზაცია, ეს არის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა თუ წინა ხელმძღვანელობა. ისინი ყველაფერს აკეთებენ და აკეთებდნენ იმისათვის, რომ ფეხბურთელებისათვის შეექმნათ კომფორტი.
მისი თქმით, ნამდვილი გულშემატკივრები აგრძელებენ საკუთარი გუნდის ქომაგობას რა შემადგენლობითაც არ უნდა გამოვიდეს ის მომდევნო ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე.
„სამწუხაროა, რომ ყველანი ერთად უცნაურ გულშემატკივრებად ჩამოვყალიბდით. რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონატზე გახლდით. ევროპული გრანდების არაერთ მატჩს დავსწრებივარ საერთაშორისო ტურნირებზე. ბევრი რამ მინახავს, ბევრი ქვეყნისა და ერის გულშემატკივარს ჩავხედე თვალებში. მათ შორის, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ბრაზილიელთა გულშემატკივრობა 2014 წლის ჩემპიონატზე, სადაც მასპინძლები მარაკანაზე 1:7 დამარცხდნენ გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან. არ დამავიწყდება ჩემი გაოცება, რომ გულშემატკივარი ტაშით აცილებდა თავის გუნდს, მაშინ როდესაც, არც თოთო ბავშვს და არც ღრმად მოხუცს ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ მათი ეროვნული გუნდი გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი.
რა გვჭირს?! კვარა არ დადგა თამაშზე – ვაგინებთ კვარას, კვარამ ითამაშა, მიიღო ყვითელი- ვაგინებთ ფედერაციას. ასეთი დამოკიდებულება გვაქვს სხვადასხვა მიმართულებითაც…
მოხდა ადამიანური შეცდომა , მივუტევოთ და გავიხსენოთ რა კეთდება წლების განმავლობაში ფეხბურთში… ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი, მოედნების მშენებლობა ,როგორ ვუმასპინძლეთ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს, ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საუკეთესო 8 გუნდში გავიდა… რაშიც დიდი წვლილი ფედერაციის და გუნდის გარდა მიუძღვის გულშემატკივარს, სწორედ ამ ერთიანობის შედეგია ის რომ 1 ნაბიჯი გვაკლია ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა.
ფეხბურთი არის ის, რაც გვაერთიანებს ყველას, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს.
მოდი შევეცადოთ, რომ ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს და გავერთიანდეთ, ჩვენი ეროვნული ნაკრების ირგვლივ, ქართული ფეხბურთის ირგვლივ.
ვუგულშემატკივროთ ისე, როგორც ამას აკეთებენ ნამდვილი გულშემატკივრები.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, უკანასკნელი წლების განმავლობაში არის მაღალორგანიზებული ორგანიზაცია, ეს არის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა თუ წინა ხელმძღვანელობა. ისინი ყველაფერს აკეთებენ და აკეთებდნენ იმისათვის, რომ ფეხბურთელებისათვის შეექმნათ კომფორტი.
შესაბამისად, მინდა მწამდეს და მწამს კიდეც, ჩემი მოკრძალებული აზრით, რომ ნამდვილი გულშემატკივრები აგრძელებენ საკუთარი გუნდის ქომაგობას რა შემადგენლობითაც არ უნდა გამოვიდეს ის მომდევნო ძალიან მნიშვნელოვან თამაშზე.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე იაშვილს, დავით მუჯირს და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციას.
საინტერესო და ნაყოფიერ საქმიანობას, წარმატებას და ზურგის ქარს ვუსურვებ მათ,“ – წერს ოდიშარია Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული