გაერო-ს უშიშროების საბჭოში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა დღეს გაიმართება

გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე სამშაბათისთვის დაგეგმილი კენჭისყრა ოთხშაბათამდე გადადო, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კენჭისყრა თავდაპირველად ორშაბათს იყო დაგეგმილი, თუმცა, მოლაპარაკებებისთვის მეტი დროის დათმობის მიზნით, სამშაბათამდე გადაიდო.
დიპლომატების თქმით, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც, თავდაპირველად მოიცავდა მოწოდებას ღაზაში საჭირო დახმარების შეტანის მიზნით საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
აცხადებს, რომ გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად კონსტრუქციულად თანამშრომლობს სხვა წევრებთან. მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, დაუჭერს თუ არა შეერთებული შტატები მხარს რეზოლუციის პროექტს, გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერტ ვუდსმა განაცხადა: „ჩვენ კვლავ ვმუშაობთ ტექსტზე სხვა მოთამაშეებთან ერთად და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო და ვთქვა, სად ვართ ამ ეტაპზე. მოდით ვნახოთ, როგორ წარიმართება დისკუსიები“.