გაერომ ცხრა თანამშრომელი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა მათი შესაძლო მონაწილეობა ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში

გაერომ განაცხადა, რომ პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს (UNRWA) ცხრა თანამშრომელი გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი შესაძლოა, ჩართული იყვნენ შარშან 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმაში.
ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი -ისა და ევროპის კავშირის მიერ.
გაეროს გენერალური მდივნის სამსახურმა ამის შესახებ 5 აგვისტოს განაცხადა.
მას არ დაუკონკრეტებია UNRWA-ს თანამშრომლების სავარაუდო როლი თავდასხმაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ცხრა თანამშრომელთა შორის შვიდი ადრე იყო გათავისუფლებული ამავე ეჭვის გამო.