გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში ორი ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი დაამატა, – ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდა რუს იდეოლოგს, ალექსანდრე დუგინის და ბლოგერს, მიხაილ ზვინჩუკს.
სანქციები ასევე დაეკისრა დუგინის მიერ დაარსებულ გეოპოლიტიკური კვლევებისა და საინფორმაციო რესურსების ცენტრს, საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის ფონდს, ბრიუსელში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს „გოლოსსა“ და „ევრომორს“ და პროექტ „რიბარს“.
სანქციები მოიცავს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე დუგინისა და ზვინჩუკის შესვლის აკრძალვას, ასევე მათი და სანქცირებული ორგანიზაციების საქმიანობის გაყინვას ქვეყანაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო