გადატრიალება მათი ერთადერთი გამოსავალია, იმისათვის, რომ შეცვალონ ხელისუფლება

რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ გეგმას ადასტურებს ის, რომ ბოლო წლებში შეინიშნება ქვეყანაში გადატრიალების და საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობები.
„ოპოზიციის ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ არის მათი მხრიდან იმ ფაქტის კონსტატაცია, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ – მთელი ამ წლების განმავლობაში (2020 წლიდან მოყოლებული), ისინი ცდილობენ საქართველოში გადატრიალების მოწყობას. ბოლო პერიოდში ეს იყო მაიდანიზაცია და საქართველოს უკრაინიზაცია. ეს არის მათი ერთადერთი გამოსავალი, იმისათვის, რომ შეცვალონ ხელისუფლება. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
Next: ამ უწიგნურ ჭინკას გადაეცით ვინმემ, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ხალხი და არა რომელიმე ქვეყნის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვა

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს