გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე” არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა. ნუ ააბდლებინებთ თავს ,,ჰერჩინსკებს”

პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზაალ მიქელაძე რადიკალების მიერ გამართული “ევროპის მარშს” სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, არც ერთ ქვეყანაში ევროპის დღე არ აღუნიშნავთ.
ზაალ მიქელაძემ რადიკალებს მოუწოდა იფიქრონ ქართულად იმისთვის, რომ ზიზღი და სიძულვილი არ გავრცელდეს.
“არ ინერვიულოთ!!! ნუ ,,დაისტრესებით”, ერთმანეთს ნუ დაერევით, მთელი თვის ნარბენ- ნაგროვები ,,ევროპის” მარშზე, მეტი რომ ვერ გაიყოლიეთ… გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას, ტელევიზიას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე” არცერთ ქვეყანაში არც მარშით, არც კონცერტით არ აღნიშნულა.
ნუ ააბდლებინებთ თავს ,,ჰერჩინსკებს” და ნუ აბჟუტურებთ ,,ლავროვფილ” თუ ,,მაკრონფილ” სალომეს. დაეშვით დედამიწაზე, იფიქრეთ და იმოქმედეთ ქართულად…მხარდამჭერებს თუ ვერ დაიმატებთ, ზიზღსა და სიძულვილს მაინც არ მიეცემა ასპარეზი,”- წერს ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს