ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას მხარი კვლავ არ დაუჭირა

ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გაგზავნას მხარი კვლავ არ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის 690-მა დეპუტატმა მიიღო, რომელთაგან უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარი 190-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 495 იყო, ხოლო 5-მა თავი შეიკავა.
უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის ინიციატივა ბუნდესტაგში ოპოზიციურმა პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ წამოაყენა.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერის, ს „სოციალ-დემოკრატებმა“ ინიციატივის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავეს, მმართველი კოალიციის, განსაკუთრებით მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების რამდენიმე დეპუტატმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე