სოფიას ცსკა-ს გიორგი წიტაიშვილის დამატება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარელი ჟურნალისტი მეტოდი შომონოვი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კიევის “დინამოდან” “გრანადაში” განათხოვრებული ქართველის თამაშით კლუბის სკაუტები აღფრთოვანდნენ და უკრაინელებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.
ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა თავად წიტაიშვილს კარიერის გაგრძელება ბულგარეთის ჩემპიონატში.
შეგახსენებთ, სოფიას ცსკა ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.
წიტაიშვილს კიევის “დინამოსთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს. ქართველმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში 13 მატჩი გამართა, თავი კი ერთი გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.