ბრუნვის მიხედვით TOP 5 სასტუმრო – ვინ არიან მფლობელები

საქართველოში ტურიზმის მაჩვენებლები წლიდან წლამდე მზარდია, რაც აისახება როგორც საერთაშორისო ვიზიტებზე, ისე განთავსების ობიექტების რაოდენობის ზრდაზე. შესაბამისად სექტორში მაღალია კონკურენციაც.
Business Insider Georgia 2025 წლის II კვარტალში არსებული ბრუნვის მოცულობის მიხედვით საქართველოში 5 სასტუმროთი დაინტერესდა. საინტერესოა ასევე ვინ არიან ამ განთავსების ობიექტების მფლობელები.
· შპს პარაგრაფ თბილისი სითი
· შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი
· შპს აჭარა ჯგუფი
· შპს პარაგრაფ შეკვეთილი
· შპს ლოპოტა
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს პარაგრაფ თბილისი სითი – რეგისტრაციის თარიღია 18/07/2019. მისი 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თბილისი სითი. გენერალური დირექტორი – გაბრიელა დიტეტოვა, ხოლო დირექტორი – მაკა შამუგია.
შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი – კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 09/08/2010. კომპანიის მესაკუთრეები არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს სილქ რიალ ისთეით და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სილქ როუდ გრუპ (მალტა) ლიმიტედ.დირექტორი – ლევან გაჩეჩილაძე.
შპს აჭარა ჯგუფი – კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 19/05/2023. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი. დირექტორი – ნატო ჯაფარიძე.
შპს პარაგრაფ შეკვეთილი – კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/03/2018. მისი 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბლექ სი რიზორთსი. დირექტორი – ფარვიზ იურჩიკი.
შპს ლოპოტა – კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 27/12/2016. მისი 28.333333333%-იანი წილის მფლობელია ეკატერინე ბატიაშვილი, 28.333333333%-იანი წილის ელენე მაისურაძე, 28.333333333%-იანი წილის ანა მაისურაძე, ხოლო დარჩენილი 15%-იანი წილის – მიხეილ ნაცვლიშვილი. დირექტორი – გიორგი ქევანიშვილი.