ბრუნვის ზრდა და ადგილი TOP10 აუდიტორულ კომპანიას შორის – როგორია “კორა კონსალტინგის” მიზნები?

აუდიტორული კომპანია „კორა კონსალტინგი“, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე მესამე წელია ოპერირებს, განვითარებას გეგმავს.
კომპანიის სამომავლო მიზნებზე BMG-სთან “კორა კონსალტინგის” მმართველმა პარტნიორმა, სოფო ღუდუშაურმა ისაუბრა.
მისი თქმით, პორტფოლიო ამ ეტაპზე 100-მდე კომპანიას აერთიანებს, ხოლო ბრუნვამ უკვე გადააჭარბა მილიონ ლარს, სამომავლო გეგმები კი საკმაოდ ამბიციურია.
„უკვე სამი წელია ბაზარზე ვართ და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. მოგეხსენებათ, აუდიტორული კომპანიების რეიტინგი იზომება ბრუნვის მიხედვით და ამ რეიტინგშიც ნელ-ნელა წინ მივიწევთ და საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს 2025 წლისთვის, რომ გავიუმჯობესოთ პოზიციები. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს 2 წელში, უკვე აუდიტორული კომპანიების ტოპ 10-ში ვიქნებით იმ კომპანიებს შორის, რომელთა ბრუნვაც 2 მლნ ლარამდეა. ამ ეტაპზე, ჩვენი კომპანიის ბრუნვამ 1 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.
უახლოესი 1-2 წლისთვის ჩვენი მიზანი პირველ რიგში არის, რომ განვვითარდეთ და გავიზარდოთ მდგრადად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მდგრადი ზრდა, რომელიც არ იქნება ხარისხის კომპრომისი ხარჯზე. ამიტომ, მიზანია გავიზარდოთ, შევინარჩუნოთ ხარისხი და გვქონდეს კმაყოფილი კლიენტების ბაზა, რომლებიც ჩვენგან მიიღებენ მაქსიმალურ შედეგს”,- განაცხადა სოფო ღუდუშაურმა.