ბრიტანეთში ჰიმალაის თოვლისგან ჯინი გამოუშვეს

ბრიტანეთში ჰიმალაის თოვლისგან ჯინი გამოუშვეს
კომპანია Adventurers Drinks-მა წარმოადგინა თავისი ახალი ჯინი „Everest Gin“, რომელიც დამზადებულია ჰიმალაის მთისწინეთში ნაპოვნი ბოტანიკური მცენარეებისა და მთის მწვერვალიდან შეგროვებული გამდნარი თოვლის წვეთისგან – ამის შესახებ The Spirits Business-ი იუწყება.
„Adventurers Drinks Company“ დიდ ბრიტანეთში 2022 წელს დააარსა ფილ კიტმა, გამოცდილმა ხელმძღვანელმა მძიმე მანქანათმშენებლობაში, რომელსაც ნიჩბოსნობის გამოცდილება ჰქონდა. 2023 წელს მან მეორედ გადაკვეთა ატლანტის ოკეანი Veterans at Ease საქველმოქმედო ორგანიზაციის მხარდასაჭერად. კომპანია სპეციალიზებულია თანამედროვე მოგზაურებისა და მკვლევრების მიერ შთაგონებული სასმელების წარმოებასა და რეალიზაციაში.
როგორც შეტყობინებაშია ნათქვამი, სასმელი ბრიტანელი მთამსვლელის, კენტონ კულის შთაგონებით შეიქმნა. თითოეული ბოთლი ხელით არის დამზადებული.
ვრცლად rbc – ზე