ბრიტანეთის სავიზო ცენტრი თბილისში დროებით დაიკეტა აქციების გამო

გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში დროებით დაკეტილია.
სავიზო ცენტრი მდებარეობს ბესიკის 4-ში, პარლამენტთან ახლოს, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები იმართება.
„გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო. ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან. სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება“, — ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ