ბრიტანეთის მთავრობა NatWest ბანკის უმსხვილესი აქციონერი აღარ არის

დიდი ბრიტანეთის მთავრობა აღარ არის NatWest-ის (ყოფილი Royal Bank of Scotland) უმსხვილესი აქციონერი ბანკში თავისი წილის 5.93%-მდე შემცირების შემდეგ.
ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock Inc. ამჟამად ფლობს ბანკის აქციების 6.4%-ს.
„ბანკის სრულ კერძო საკუთრებაში დაბრუნება – მიზანია, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ მთავრობასთან და რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს პასუხობს, – ნათქვამია NatWest-ის განცხადებაში. ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელსაც ფინანსთა სამინისტრომ მიაღწია“.
წყარო: Interfax

ასევე დაგაინტერესებთ

„ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ მეორე მხრიდან არის შეჩერებულია საუბრები გაფართოებასთან დაკავშირებით“ – ირაკლი კობახიძე