ბრიტანეთის მთავრობა – დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი პუტინზე კოლექტიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ოფისი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომიც განიხილეს.
„უკრაინის საკითხის განხილვისას, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ამ კვირაში პარიზში გამართული „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე პროდუქტიული დისკუსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლიდერები პუტინზე კოლექტიური ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათ ასევე განიხილეს ბრიტანულ და ამერიკულ გუნდებს შორის გამართული პროდუქტიული მოლაპარაკებები გაერთიანებული სამეფოსა და -ის ეკონომიკური აღმავლობის შეთანხმებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა 26 მაისზე – ივანიშვილის „რუს-ქოცები“, ჯალათები, რომლებიც ყოველდღიურად ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას, ვერ უნდა აღმოჩნდნენ რუსთაველის გამზირზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – „ქართული ოცნების“ მიზანია ოპოზიციური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს სასამართლოზე მიტანილი აქვთ ფურცლები წარწერებით: „FREE JAFARA“, „არც შეწყალება“, „არც საპროცესო“