ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, ეს ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში

ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, ეს ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში
გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, უკვე იწყება ფრენები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ ავიაკომპანიების შემოსვლა ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ქვეყანაში.
„ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ტურიზმი და ავიაცია. ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე. ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში. უკვე იწყება ფრენები. ხანგრძლივი ინტენსიური მოლაპარაკებები უძღოდა წინ ამ შედეგის მიღწევას. სხვადასხვა სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ მოლაპარაკებებში. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამ შედეგის მიღწევისთვის, 30 მარტიდან უკვე დაიწყო ლონდონი-თბილისი-ლონდონის პირდაპირი ფრენები, რომელიც შესრულდება კვირაში ოთხჯერ „ბრითიშ ეარვეისის“ მიერ. ეს რა თქმა უნდა, ტრანზიტულ ფრენებსაც გააადვილებს, მათ შორის -ში.
ასევე დღეიდან კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია „იზი ჯეტი“ შეასრულებს ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან, კვირაში ორ-ორი სიხშირით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: ვერ გაგვაჩერებთ, სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ – თეა წულუკიანი

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო დამკვირვებელი ისტვან ჰოლიკი: საარჩევნო სისტემა კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალეა. ვფიქრობ, საქართველოს საარჩევნო სისტემა ევროპის უმაღლეს სტანდარტებთან თანხვედრაშია – პროცესი არის უსაფრთხო, გამჭვირვალე და თავისუფალი

გასული წლის შემდეგ ვნახეთ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ეს კარგი სვლა იყო მთავრობის მხრიდან, რომ არჩევნები ამ გზით ჩაატარონ” – საერთაშორისო დამკვირვებელი საფრანგეთიდან