ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ, სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, ყოფილ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს შინაპატიმრობა მიუსაჯა

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტ, ჟაირ ბოლსონარუს შინაპატიმრობა მიუსაჯა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრ დე მორაეშმა, ყოფილ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს შინაპატიმრობა შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო შეუფარდა.
მორაეშის განჩინების თანახმად, ბოლსონარუმ სოციალური მედიის გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია, რომელიც მას გასულ თვეში ელექტრონული სამაჯურის ტარებასთან ერთად დაუწესეს.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ კვირას, სოციალური მედიის გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, ბოლსონარუმ მობილური ტელეფონით მისი მხარდამჭერების დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა, ასევე მისი თანაშემწეების სოციალური მედიის ანგარიშებით შეტყობინებები გაავრცელა.
„შეტყობინებები შეიცავდა უზენაეს ფედერალურ სასამართლოზე თავდასხმების მოწოდებებს, ასევე ბრაზილიის სასამართლო სისტემაში უცხოური ჩარევის ღია მხარდაჭერას“, – განაცხადა მორაეშმა.
ცნობისთვის, ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაურის ბრალად 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა ედება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბოლსონარუს 40 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამასთან, გასულ კვირას -მა ჟაირ ბოსონარუს საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ალექსანდრ დე მორაეში, „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა.