7 ივლისს “ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკაში ორკვირიან ტურნეში გაემგზავრებიან და მსოფლიოს ჩემპიონთან (სამხრეთ აფრიკასთან 19 ივლისს) ტესტ-მატჩამდე ადგილობრივ ფრენჩაიზს, “ტოიოტა ჩიტასს” შეერკინებიან.
შეხვედრა 11ივლისს ბლუმფონტეინში, “ტოიოტა სთედიუმზე” საქართველოს დროით 21 საათზე დაიწყება.
“ჩიტასი” 1895 წელს დაარსდა. ის მონაწილეობს ქვეყნის შიდა ჩემპიონატ ქარი ქაფში, რომლის ჩემპიონი ჯამში 7-ჯერ გახდა, 9-ჯერ მეორე, ხოლო 14-ჯერ მესამე ადგილზე გავიდა. 7 ჩემპიონობიდან 5 უკანასკნელ 20 წელიწადზე მოდის. “ტოიოტა ჩიტასმა” თასი ბოლოს 2023 წელს შემართა.
გარდა ამისა, “ჩიტასი” 2006-2017 წლებში სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადმოინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში, იმხანად პრო 14-ში ჩაერთო, თუმცა 2020 წლის შემდეგ კოვიდ-პანდემიამ მათ ამ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცა. 2022 წელს, ევროპის პროოფესიულმა საკლუბო რაგბიმ, “ჩიტასი” “შავ ლომთან” ერთად ჩელენჯ თასზე მიიწვია და მას შემდეგ წვეული გუნდის სახით ევროტურნირების მონაწილეა.
“ჩიტასის” საშინაო არენა “ტოიოტა სთედიუმი” 1955 წელს აშენდა, ორჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დღესდღეისობით 42 ათას მაყურებელს იტევს. 1995 წლის მსოფლიო თასზე მან მსოფლიო თასის სამ შეხვედრას უმასპინძლა, 2010 წელს კი, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 6 თამაში გაიმართა.
რაც შეეხება “ბორჯღალოსნებს”, გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. გუნდს გამოაკლდნენ მეორეხაზელი გიორგი ჯავახია და 9 ნომერი მიხეილ ალანია. მათ ნაცვლად სამხრეთ აფრიკაში დემურ ეფრემიძე და დავით ხუროშვილი გაემგზავრნენ.
Rugby.ge
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
ირლანდიასთან მატჩში “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ცნობილია
“ბორჯღალოსნები” | თამაშის კვირა
ჯალაღონიას ლელო – “ბორჯღალოსნები” ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
ირლანდიასთან მატჩში “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა ცნობილია
მეჩვიდმეტე ტიტული – საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
“ბორჯღალოსნები” | თამაშის კვირა
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
“ბორჯღალოსნები” | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! – ირლანდიასთან 5 ივლისს “მიხეილ მესხზე”
