“ბორჯღალოსნები” | თამაშის კვირა

2025 წლის ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩამდე 5 დღე რჩება. 5 ივლისს “მიხეილ მესხზე” “ბორჯღალოსნები” ირლანდიას 21 საათზე ერკინებიან.
ამ დონის მეტოქე საქართველოში ტესტ-მატჩის გასამართად ჯერ არ ჩამოსულა. ირლანდია ტიერ1-ის მესამე (შოტლანდიის და იტალიის შემდეგ) და ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეწვევა.
ირლანდია ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებულია. ბოლო ორი ტიტული მან 2023 და 2024 წლებში შემართა, წელს კი პირველობა საფრანგეთს დაუთმო. მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეიტინგში ის ევროპულ გუნდებს შორის საუკეთესო, მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, მეორეზე კი ახალი ზელანდია.
ირლანდიელებთან აქამდე 5-ჯერ გვითამაშია და ჯერჯერობით მეტოქე სრულ უპირატესობას ფლობს. “სამყურებს” პირველად 1998 წელს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ მეტოქემ დუბლინში 70:0 იმარჯვა. 4 წლის შემდეგ ირლანდიამ კვლავ დუბლინში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 63:14 მოიგო.
2007 წლის მსოფლიო თასზე მეტოქესთან ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ. ირლანდიელებმა დიდი ძალისხმევით 14:10 მოიგეს და ამ შეხვედრაში საქართველომ მსოფლიო თასზე პირველი (ნუგეშ)-ქულა მოიპოვა. მას შემდეგ ირლანდიას დუბლინში კიდევ ორჯერ ვეთამაშეთ. 2014 წელს მასპინძლებმა ტესტ-მატჩში 49:7 გაიმარჯვეს, 2020 წელს კი 23:10 მოიგეს.
ირლანდიელებთან ჯახის შემდეგ “ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ბლუმფონტეინში ადგილობრივ ფრენჩაიზ “ტოიოტა ჩიტასს” ეთამაშებიან, 19-ში კი ნელსპრუიტში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინაშე “მბომბელას” სტადიონზე წარსდგებიან.
Rugby.ge
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე – ემოციები და მოლოდინები
“ბორჯღალოსნები” | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
“ბორჯღალოსნები” | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
ირლანდიასთან ტრავმირებული გორგაძე თავს უკეთ გრძნობს
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
შარიქაძე: თავში დარტყმა მივიღე და მეტოქე ყვითელ ბარათს იმსახურებდა
მეჩვიდმეტე ტიტული – საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
მაისაშვილი: ახლა თვისობრივად სხვა გუნდი ვართ – წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები
ირლანდიური გამოხმაურება “ბორჯღალოსნების” დიდ პროგრესზე
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
“ბორჯღალოსნებმა” რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
“ბორჯღალოსნები” | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! – ირლანდიასთან 5 ივლისს “მიხეილ მესხზე”
საქართველოს ნაკრები “ავივაზე” ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]