ბორის ჯონსონი: დროა, პუტინი წნეხის ქვეშ მოექცეს და ეს ომი დასრულდეს

ვულოცავ ს ბრწყინვალე დარტყმას ს საჰაერო ძალებზე. უკრაინელები დაუმორჩილებლები და ტექნოლოგიურად ბრწყინვალეები არიან. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ იერიში სამხედრო ობიექტებზე მიიტანონ, მაშინ, როცა პუტინი განურჩევლად ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას.

დროა, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა რუსეთზე მეორადი სანქციების დაწესებაზე ლინდსი გრემის კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. დროა, პუტინი წნეხის ქვეშ მოექცეს და ეს ომი დასრულდეს.

წერს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი X-ზე.

1-ელ ივნისს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ოპერაციის შედეგად რუსეთმა $7 მილიარდის ზარალი მიიღო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “აბლაბუდას” შედეგად რუსეთის სტრატეგიული თვითმფრინავების 34% დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს