ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ ქართველი ხალხის ნაცვლად, ის უნდა დაეხმაროს თავის აგენტურას ანტისახელმწიფოებრივი საქმეების კეთებაში

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებას „ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“ ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა და დასძინა, რომ ბორელმა ამ განცხადებით ნიღაბი ჩამოიხსნა.
მისივე თქმით, ბორელის განცხადებამ დაადასტურა მმართველი ძალის მიერ ბოლო წლებში გაკეთებული განცხადებები, რომ დასავლელი პოლიტიკისები ქართველი ხალხის ინტერესს კი არ იცავენ, არამედ იცავენ თავიანთ აგენტურას.
„ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ ქართველი ხალხის ნაცვლად, ის უნდა დაეხმაროს თავის აგენტურას ანტისახელმწიფოებრივი საქმეების კეთებაში
მან ამ განცხადებით ნიღაბი ჩამოიხსნა.
გამჭვირვალობის კანონი სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, მის ქვეყანაში ვისგან და საიდან ირიცხება ფული.
ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა ამერიკაში, რა ხდება გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ევროპულმა საზოგადოებამ, ივნისის თვეში ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღო გადაწყვეტილება და ნელ-ნელ თავის ქვეყნებშიც ასეთივე გადაწყვეტილებებს მიიღებს. დასავლეთში უკვე ჩანს, რომ საზოგადოებები ისევე, როგორც საქართველოს საზოგადოება მზად არის პარტნიორობისთვის, მშვიდობისთვის, ურთიერთპარტნიორული ურთიერთობებისთვის, ოჯახური სიწმინდის დასაცავად და სხვა.
ჩვენ ბოლო ორწელიწადნახევარია სულ ვამბობდით, რომ გარკვეული პოლიტიკოსები ქართველი ხალხის ინტერესებს კი არ იცავდნენ, არამედ იცავდნენ თავის ფულს, თავისივე აგენტურის სასარგებლოდ.
ჩვენი ბიჭები, თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ მშვიდობას სამშვიდობო მისებში და ბორელი ახლა ამბობს, მათ არ მივცემთ ფულს და მივცემთ ჩვენ აგენტურას მოლოტოვის კოქტეილის საყიდლად, რომ შემდეგ ქართველო პოლიციელი ცოცხლად დაწვანო,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელისუფლებას დააბრალო, რომ მას უნდა საქართველოს მოქალაქეებს წაართვას უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, აბსურდულია. მართლაც უსუსურად გამოიყურებიან, აღარ იციან რაზე ააგონ პოლიტიკური დღის წესრიგი

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ – 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი