ბონუსების ანატომია საქართველოში – როგორ განისაზღვრება ბონუსი მმართველობით რგოლში?

ბონუსების ანატომია საქართველოში – როგორ განისაზღვრება ბონუსი მმართველობით რგოლში?
ავტორი: ხატია გიორგობიანი

კომპანიებისთვის ბონუსები არა მხოლოდ ინდივიდუალური წახალისების ინსტრუმენტია, არამედ გავლენას ახდენს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებსა და ფინანსურ შედეგებზე. მათი სამართლიანობა და ეფექტურობა ხშირად განხილვის საგანია, რადგან სწორად განსაზღვრული კომპენსაციის მოდელი ხელს უწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას, ხოლო არასწორი სტიმულების სისტემა შეიძლება რისკებს უკავშირდებოდეს.

გრანთ თორნთონის ბიზნეს საკონსულტაციო დეპარტამენტმა ჩაატარა კვლევა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას პასუხობს: როგორ მოქმედებს კომპანიის ზომა, შემოსავალი და მომგებიანობა ბონუსების სტრუქტურაზე მმართველობით რგოლში? როგორია განსხვავებები ინდუსტრიებს შორის?
კვლევა ჩატარდა საქართველოს მასშტაბით და ეფუძნება რაოდენობრივ მონაცემებსა და ექსპერტთა გამოკითხვებს, სადაც გავაანალიზეთ ბონუსების სტრუქტურაზე მოქმედი ფინანსური ფაქტორები და ინდუსტრიის პროფესიონალების შეხედულებები.
ანალიზი ეფუძნება თეორიულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ბონუსების განსაზღვრის სამი ძირითადი მეთოდი არსებობს: კომბინირებული ბონუს ფორმულა, EBITDA-ზე დაფუძნებული ბონუს ფორმულა და პროგრესული ბონუსის სტრუქტურა.

ბონუსების განაწილების პრაქტიკისა და კომპენსაციის ალტერნატიული მეთოდების ანალიზი

დირექტორთა ბონუსების რაოდენობრივი ანალიზი აჩვენებს მკაფიო კავშირს კომპანიის შემოსავლის დონესა და ბონუსების განაწილების სტრატეგიებს შორის. მაღალი შემოსავლის (>200 მილიონი) მქონე კომპანიები, როგორც წესი, ბონუსებზე გამოყოფენ შემოსავლის მცირე წილს (0.1%-0.2%) და უფრო ზომიერ წილს წმინდა მოგებიდან (1%-5%), მაშინ როდესაც დაბალი შემოსავლის (