„მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა, ბოლო ორ სავაჭრო სესიაზე, 500 მლრდ აშშ დოლარზე მეტი დაკარგა, პრეზიდენტ ტრამპის სატარიფო გეგმის გამოცხადების შემდეგ“, – წერს გამოცემა The Strait Times-ი.
ზოგადად, ტოპ მილიარდერებმა 2025 წელს ასეულობით მილიარდის ზარალი განიცადეს და Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის პირველი ოცეულიდან მხოლოდ ორი ადამიანია, რომლის კაპიტალიც წელს გაიზარდა – უორენ ბაფეტი (11.5 მლრდ დოლარით) და ფრანსუა ბეტენკურტ მეიერსი (1.78 მლრდ დოლარით).
ილონ მასკმა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩება, წელს 134.7 მლრდ დოლარის ზარალი განიცადა და 7 აპრილს მისი ქონება 297.8 მლრდ აშშ დოლარამდე დაეცა – ნოემბრის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როცა 300 მლრდ დოლარს ჩამოცდა.
www.bpn.ge
