,, ბოზ-ბანდების, ყალბი ინტელექტუალებისა და იდეოლოგიური “შნირების” ყელყელაობა დასასრულს უნდა მიუახლოვდეს” – დემურ გიორხელიძე –

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე:
,,30 წელზე მეტია მიდის ქართული სულის იძულებითი
და მიზანმიმართული დაკნინება!
საღი ადამიანის ნორმალური მდგომარეობა, –
განსაკუთრებული დამოკიდებულება და მიბმულობა
იმ გარემოსადმი, სადაც დაიბადა, შეიმეცნა სამყარო,
თანდათან პიროვნებად ჩამოყალიბდა,
დამოკიდებულება ადამიანებისადმი, რომლებიც იგივე
მენტალობისა და ფასეულობათა სისტემის მატარებლები არიან, –
რასაც მაღალფარდოვნად პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ს უწოდებენ,
სწორედ ეს პატრიოტიზმი იქნა სამიზნედ ამოღებული
და ინსტრუმენტებად, პირველ რიგში, ხელოვნებისა და
კულტურის სხვადასხვა სფეროს ადამიანები
გამოყენებული, –
უნებისყოფო, წამხედურა, კონიუნქტურას აყოლილი,
კარგად დაფინანსებული და გაყიდული ე.წ. “კულტურის
სფეროს” მოღვაწენი, – სწორედ ისინი გახადეს სიდამპლის
“კულტურტრეგერებად”… წარმატებით გახადეს, თუმცა,
ქართულ სულს ვერ მოერივნენ და, ალბათ, ვერ მოერევიან.
აი, ახლაა ის დრო, როცა ხელოვან ადამიანებს შორის
ბუნბრივად უნდა წამოიწიონ და გაჩნდენ ადამიანები,
სადაც ამ ყველაფერს, სცენიდან, ეკრანიდან თუ
ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებებით,
გაუკეთებენ რეანიმაციას და ახალგაზრდა, საშუალო თუ
უფროსი თაობის ადამიანების სულში იმ მუხტს გაჩენენ,
რომელიც შეიძლება ხელოვნებამ და კულტურის შინაგანმა ენერგიამ გააჩინოს.
ეს მუხტი, შეზავებული იმ პოლიტიკურ მუხტთან,
რომელიც ამ რთულ სიტუაციაში კულტივირებულია
და აუცილებელი საღი და ღრმა წარმოდგენების შესაქმნელად და პრობლემების გასააზრებლად, –
არის ის სიმბიოზი, რომელიც სხვაგვარად მომართავს
ყველა საღ ქართველს.
სცენაზე, ტელევიზიებსა და საჯარო წარმოდგენებზე
ბოზ-ბანდების, ყალბი ინტელექტუალებისა და
იდეოლოგიური “შნირების” ყელყელაობა დასასრულს
უნდა მიუახლოვდეს, – სახე იცვალოს და ღირსება
დაბრუნდეს, – ეს აუცილებელია!
აუცილებელია, სანამ თბილისი სულ მთლად არ
გადაქცეულა ბალზაკის ცნობილი კურტიზანი ქალების
ბუდუარად, რომელშიც “ვნებიანი ეფექტების”
გასაძლიერებლად კედელზე სარკეები იყო გაკრული, –
თავდაყირა პოზებში გადავარდილ ბოზებსა და მათ
კლიენტებს ხურუში ემატებოდათ და ვნება გიჟურ
მწვერვალებს აღწევდა!
ქაჯობა საჯარო სივრცეში, იდეოლოგიური უტიფარი
სიშტერე, უკულტურობა, გასაღებული “დასავლურობად”,
ყელყელაობა სულიერად უბადრუკი ადამიანებისა
სამარცხვინო უნდა გახდეს და საღმა ადამიანებმა ისინი
ცინიზმისა და სარკაზმის ულმობელი წნეხის ქვეშ უნდა
გაატარონ და ისინი იმ უდიდესი საფრთხის წინაშე
დააყენონ, რომელიც საღ საზოგადოებას გააჩნია, –
ოსტრაკიზმის მექანიზმის მოქმედების ქვეშ, ანუ
საჯარო მიუღებლობისა და იგნორირების ულმობელ გარემოში მოაქციონ!!!”