“ბოგანოებმა და მათხოვრებმა მილიონები იშოვეს და ქვეყანას თავზე მოაჯდნენ” – სანდრო ბრეგაძე

ქართული მარშის ლიდერი, :
— ფული გაიხადეს ცხოვრების არსად
— ერთ დროს ბოგანოებმა და მათხოვრებმა მილიონები იშოვეს და ქვეყანას თავზე მოაჯდნენ — თქვენ რა გგონიათ , რომ ბრძოლა უნდათ არა ბატონებო – ერთადერთი მიზანი მოპარული მილიონების უსაფრთხოებაა და ხელისუფლებაში ამიტომ არიან.არანაირი იდეა და იდეოლოგია ამათ არ აქვთ , ერთადერთი ღირებულება ფულია — ძარცვავენ, ძარცვავენ და ძარცვავენ საქართველოს, წურბელებივით სისხლს წოვენ და იმდენად უტიფრები არიან,რომ გონიათ ეს მათ ეკუთვნით და დაიმსახურეს — საქართველო სუფრაზე ახსენდებათ, გონიათ რომ თუ მამაოს ჯიპს უყიდიან ეს მათთვის ინდულგენციაა, ამის გამო ცოდვები ეპატიებათ და სამოთხის კარს გაუღებენ — არანაირი ზნეობა, მორალი, პატიოსნება – მხოლოდ შოვნა და შოვნა, ძარცვა და ძარცვა — ყველაფერ ამაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გაძარცვული ხალხი მათი მძარცველების ბანაკებში გადანაწილებულა , ზოგი ერთ ვაჭარს უჭერს მხარს – ზოგი მეორე მევახშეს — ის ვინც დააქცია და გაანადგურა ხალხი – იმათ მცველებად მიაქირავეს თავი და იმას კი არ ფიქრობენ რომ მათი ოჯახების დამაქცევრების სამსახურში არიან — მართალს ამბობდა ჟან-ჟაკ რუსო – “ მონები მონობაში ყვარობენ თავიანთ მონობას და ამაყობენ მონობით “
— ესაა პასუხი მარადიულ კითხვაზე – “ გვეშველება რამე “ აი ასეთ საზოგადოებას როგორ შეიძლება რომ ეშველოს

ასევე დაგაინტერესებთ

“შესაძლებლობა რომ მქონდეს, „ოცნების“ ლიდერს ვკითხავდი – სურს კი, რომ მთელი მისი ქველმოქმედება რუსულ სპეცოპერაციას დაემსგავსოს, დაახლოებით ისეთს, როგორითაც რუსები უკრაინაში შეჭრისათვის ემზადებოდნენ?”