ბლინკენი ისრაელში ნეთანიაჰუს შეხვდა

ისრაელში ვიზიტად მყოფი -ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პრემიერმინისტრს შეხვდა. ენტონი ბლინკენმა
სთან საუბარში ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გაუსვა ხაზი.
“ნეთანიაჰუსთან საუბარში ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას” – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
როგორც ს სახელწმიფო მედია წერს, განცხადებაში არის იმის ნიშნები, რომ მხარეებმა ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, წინადადება განიხილეს, რომლის თანახმადაც, ისრაელი ჩრდილოეთ ღაზის სექტორში პალესტინელებს დაბრუნების უფლებას არ მისცემს ვიდრე ყველა დარჩენილი მძევალი არ გათავისუფლდება.
ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ასევე “განიხილეს დარჩენილი მძევლების გათავისუფლებისთვის მიმდინარე ძალისხმევები და ღაზაში სამოქალაქო პირებისადმი მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობა”.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, , ისრაელში დღეს, 9 იანვარს ჩავიდა. სამი თვის განმავლობაში ეს მისი მეოთხე მოგზაურობაა ახლო აღმოსავლეთში.