ბლინკენი ისრაელში არაბული სამყაროს მესიჯით ჩადის

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ისრაელშია. მან ქვეყნის ლიდერებს უთხრა, რომ ისრაელს აქვს შანსი მოიპოვოს არაბი მეზობლების კეთილგანწყობა, თუ პალესტინის სახელმწიფოს არსებობისთვის რეალურ გზას დასახავს.
7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია რეგიონში. ისრაელში ყოფნის დროს ბლინკენი აპირებს, რომ ქვეყნის მთავრობასთან ერთად განიხილოს ის, რაც მან იორში, ყატარში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და საუდის არაბეთში მოისმინა.
ბლინკენი უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერს, ს. ვიზიტისას ის ასევე გეგმავს, რომ სპეციალურად შექმნილი კაბინეტის წევრებსაც შეხვდეს. კაბინეტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც “ჰამასის” წევრებმა ისრაელზე, 7 ოქტომბერს, მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს და 1,200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
ს მიერ წამოწყებულმა საპასუხო ომმა, ღაზაში, “ჰამასის” კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23,000 პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა.
ისრაელის თავდასხმების გამო, გაეროს თქმით, ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული სიტუაციაა შექმნილი. მოსახლეობას არ აქვს სუფთა წყალზე, საკვებსა და მედიკამენტებზე წვდომა. ღაზის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
ბლინკენმა განაცხადა, რომ ის მაქსიმალურად ეცდება დაარწმუნოს ისრაელი მეტი გააკეთოს ღაზაში სამოქალაქო პირების უსაფრთხოებისთვის და ასევე დაუშვას დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება. გასულ ღამეს, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს დაარწმუნოს ნეთანიაჰუს მთავრობა, რომ ჯარების ნაწილის უკან გაყვანა დაიწყოს.
ბლინკენის მიმდინარე ვიტიზი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევასა და ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტის დასრულებაზეა ფოკუსირებული. არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ბლინკენმა თქვა, რომ ამ ქვეყნებს სურთ ისრაელთან კარგი ურთიერთობები, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პალსეტინის სახელმწიფოც იარსებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან