ბლინკენი ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის მისაღწევად ეგვიპტეს და ისრაელს კვლავ ეწვევა

-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის მისაღწევად ახლო აღმოსავლეთს კიდევ ერთხელ ეწვევა. ტურნე 10 ივნისს დაიწყო და დაგეგმილია შეხვედრები ეგვიპტესა და ისრაელში.
ბლინკენის ვიზიტის მთავარი მიზანი იმ ზავის ლობირებაა, რომელიც მხარეებს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წინა თვეში შესთავაზა. ზავის პირობების შესახებ მხარეებს შორის შეთანხმება ამ დრომდე არაა მიღწეული.
ბოლო კვირების მანძილზე ს თავდაცვის ძალებმა წერტილოვანი იერიშები მიიტანეს რაფაში სტრატეგიულ ობიექტებზე.
9 ივნისს ისრაელის პოლიტიკური პარტია ეროვნული ერთიანობის ლიდერმა, ბენი განცმა გამოაცხადა, რომ იგი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის პრემიერმინისტრ სთან ერთად ჩამოყალიბებულ საგანგებო მთავრობას ტოვებს. ამასთანავე, მან პრემიერმინისტრს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.