ბლინკენი ეგვიპტესა და ისრაელს სტუმრობს, რათა ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს

-ის სახელმწიფო მდივანი, ეგვიპტესა და ისრაელს სტუმრობს ათ ივნისს, კრიტიკულ პერიოდში, როცა ვაშინგტონი ცდილობს ჰამასზე (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) და ისრაელზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა შეწყდეს ცეცხლის ღაზის სექტორში და არ გავრცელდეს ომი ლიბანზე.
7 ოქტომბრის ინციდენტის შემდეგ, როცა ჰამასი თავს დაესხა ს სამხრეთი არეალს, ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში ყველაზე სისხლიანი დაპირისპირების პროვოცირება მოხდა, ეს იქნება აშშ-ის უმაღლესი დიპლომატის მეშვიდე მოგზაურობა რეგიონში და ის იორსა და კატარსაც ეწვევა.
ბლინკენი ხვდება ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდალ ფათაჰ ალ-სისის და შემდეგ ეწვევა ისრაელს, სადაც პრემიერს, ს, ასევე იოავ გალანტს, თავდაცვის მინისტრს, მოელაპარაკება.
ამ შეხვედრების წინ ჰამასმა მოუწოდა ბლინკენს, ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, რათა დაასრულოს ომი და გამოაცხადა მზადყოფნა, დადებითად შეხვდეს ყოველგვარ სამშვიდობო ინიციატივას.
Reuters-ი იხსენებს, რომ 31 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ილაპარაკა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ისრაელის მხრიდან სამფაზიანი წინადადების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საომარი მოქმედებების საბოლოო შეწყვეტას, ისრაელი მძევლების და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას, ასევე ღაზის სექტორის აღდგენას.

ასევე დაგაინტერესებთ

უზრა ზეია – აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით – ეს მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება