ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში, კონფლიქტის გაფართოების საფრთხის ფონზე ჩადის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთში ჩადის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ინტენსიურ დიპლომატიურ სამუშაოს ეწევა, რათა ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ომის შედეგად განადგურებულ ღაზის სექტორში და გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა ისრაელზე, რათა შეამციროს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი პალესტინელებს შორის.
ბლინკენის ვიზიტი ემთხვევა ს მიერ “ჰამასთან” ომის დაწყებიდან სამი თვის ნიშნულს.
საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” წყაროების ცნობით, სახელმწიფო მდივანთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში ჩადის პრეზიდენტ ს უფროსი მრჩეველი ამოს ჰოჩსტეინი. ის ისრაელს და “ჰეზბოლას” შორის დაძაბულობის განელებას შეეცდება. თურქეთის ადგილობრივი მედიის ცნობით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის ინფორმაციას ეყრდნობა, ბლინკენი შაბათს თურქ ოფიციალურ პირებსაც შეხვდება.
დასავლეთი მაქსიმალურად ცდილობს, რომ კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს და ის ღაზის სექტორის ფარგლებს არ გასცდეს. მაგრამ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების გაჭიანურებასთან ერთად, მატულობს კონფლიქტში სხვა ქვეყნების ჩართვის და მისი გაფართოების რისკიც.
ისრაელის შეიარაღებული ძალები კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ ღაზის სექტორზე იერიშებს. პარალელურად, ისრაელის ომი “ჰამასთან” ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში “ჰამასის” ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური დრონის თავდასხმით მოკლეს.
არურის მკვლელობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის კონფლიქტის გაფართოება რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მასში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, “ჰეზბოლას” ძალები ლიბანის და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ