ბლინიკენი ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევადაა ჩასული

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ახლო აღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ბლინკენი ცდილობს, პრეზიდენტ ს მიერ დაპირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს და ღაზაში მიმდინარე ომი დასრულდეს.
ამერიკის პირველი დიპლომატი ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფატა ალ-სისის კაიროში შეხვდა. გეგმის მიხედვით, ის ს პრემიერ-მინისტრს, ს და ქვეყნის თავდაცვის მინისტრსაც უნდა შეხვდეს.
ბლინკენის გამგზავრებამდე, ისრაელმა და “ჰამასმა” გაამკაცრეს თავიანთი მოწოდებები და პირობები, რის გამოც, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის ყველა წინა მცდელობა გაუქმდა. ისრაელი კი აგრძელებს თავდასხმებს ცენტრალურ და სამხრეთ ღაზაში.
“ჩვენ სრული გამარჯვების ერთგულები ვართ”, – ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში, რომელიც პრემიერის ოფისმა გაავრცელა. “რა არის ყველაზე მეტად სადავო? ეს “ჰამასის” მოთხოვნაა, რომ შევაჩეროთ ომი ჩვენი მთავარი მიზნის, “ჰამასის” განადგურების გარეშე… ამის გასაკეთებლად მზად არ ვარ”, – თქვა ნეთანიაჰუმ.
“ჰამასი” კი, თავის მხრივ, მოუწოდებს ვაშინგტონს, თავის მოკავშირე ისრაელზე მეტი ზეწოლა გაანხორციელოს და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს.
“მოვუწოდებთ ამერიკის ადმინისტრაციას, რომ მეტი ზეწოლა განახორციელოს ოკუპაციის [რეჟიმზე], რათა ღაზაში ომი შეწყდეს და სამაგიეროდ, “ჰამასის” მოძრაობა მზადაა, რომ პოზიტიურად მიუდგეს ნებისმიერ ინიციატივას, რაც ომის დასრულებისკენ იქნება მიმართული”, – განუცხადა “ჰამასის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სამი აბუ ზუჰრიმ, საინფორმაციო სააგენტო “როიტერს”.
ომი ღაზაში უკვე მე-9 თვეა მიმდინარეობს. ისრაელმა ომი “ჰამასის” მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაიწყო, როდესაც “ჰამასმა” 1,200 ისრაელელის სიცოცხლე იმსხვერპლა, 250 ადამიანი კი გაიტაცა. ისრაელის მიერ საპასუხოდ დაწყებულ ომში, ამ დროისთვის, ღაზის სექტორში 37,000-ზე მეტი პალესტინელია მოკლული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას, “ჰამასის” მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„მედიის თავისუფლების კოალიცია“ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტს – ვგმობთ ნებისმიერი სახის დაშინებასა და ძალადობას თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე