“ბიძინა მიაგდებს მონებს, რადგან არ არის ბიძინას სამაშველო ნავში ადგილები” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

“დღეს, “ქართული ოცნება” საკუთარ მომხრეებთან დამარცხდა. ვფიქრობ, პირველად იგრძნეს ასე ცხადად, როგორ მიატოვებს მათ დამარცხებული რეჟიმი და გაიქცევა. როგორც მდინარაძე გაექცა რუსთაველიდან იმ პარტაქტივს. დღეს პირველად გამოსცადეს ასე აშკარად, როგორ ფეხებზე დაიკიდებენ. მიატოვებენ ქუჩაში და თავად გაეცლებიან. ეტყვიან, წადით სახლებშიო ან თავში ქვა გიხლიათო. შეიძლება, საერთოდ არაფერი უთხრან.

ასე მიატოვებენ საკუთარ თანაგუნდელებსაც, როგორც, “დეპუტატი” დააყუდეს პარლამენტთან და ჟურნალისტისგან შეიტყო, რომ ტყუილად ელოდებოდა ნაძვის ხის ანთებას დღეს.

თავის მხრივ, ბიძინა მიაგდებს მდინარაძეებსა და სხვა მონებს, რადგან არ არის ბიძინას სამაშველო ნავში ადგილები.

ზუსტად ასე გამოუსვამს ცელს საპატრიარქოც, როგორც დღეს პირში ჩალაგამოვლებული დატოვა შალვა კეკელიამ აგრესიული ქოცები” – ამბობს ვახო სანაია.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება