ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილი ქუჩის ოპოზიციას გვეძახდა, გაგვაერთიანა და დაასრულა უბედურება. ადამიანები, ვინც ჩვენთან კომისიაზე მოდის, ამბობენ, რომ რომ არა 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, მე აქ არ ვიჯდებოდიო

ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილი ქუჩის ოპოზიციას გვეძახდა, გაგვაერთიანა და დაასრულა უბედურება. ადამიანები, ვინც ჩვენთან კომისიაზე მოდის, ამბობენ, რომ რომ არა 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, მე აქ არ ვიჯდებოდიო
ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილი ქუჩის ოპოზიციას გვეძახდა, გაგვაერთიანა და მოახერხა ის, რომ დაასრულა ის უბედურება. ადამიანები, ვინც ჩვენთან კომისიაზე მოდის, ამბობენ, რომ რომ არა 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, მე აქ [სხდომაზე] არ ვიჯდებოდიო, – განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ჩვენ რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილი ქუჩის ოპოზიციას გვეძახდა, გაგვაერთიანა და მოახერხა ის, რომ დაასრულა ის უბედურება. ადამიანები, ვინც ჩვენთან კომისიაზე მოდის, ამბობენ, რომ რომ არა 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, მე აქ [სხდომაზე] არ ვიჯდებოდი, რომ არა ხელისუფლების ცვლილება, ოჯახი არ მეყოლებოდაო და ა.შ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს განვითარება, მიუხედავად მიმდინარე ოკუპაციისა ს მხრიდან, მიმდინარე უსამართლო თავდასხმებისა დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიმართ და იმ ჩრდილოვანი ძალების მავნებლური პოლიტიკის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ებრძვის“, – აღნიშნა წულუკიანმა.
Next: კომისიის სხდომაზე დადგინდა, რომ ჩვენს სამხედროებს ჰქონდათ მაღალპროფესიული გეგმა, რომელიც კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა და სააკაშვილმა ნაგავში ჩააგდეს და ომი აწარმოებს თავიანთი პოლიტიკური ხედვებით, რაც არის დანაშაული

ასევე დაგაინტერესებთ

გვაქვს გონივრული ვარაუდი, რომ მცდელობაა, ინსტიტუცია იყოს მუდმივ რეჟიმში დისკრედიტებული, რათა საზოგადოებაში შეიქმნას აღქმა, განცდა, თითქოს რაღაც მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, თითქოს 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა

საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაევალა, სულაც არ არის გასაკვირი, ასეც უნდა ყოფილიყო-თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირეა და მათ განცხადებებს საერთოდ ფასიც კი არ აქვს, როდესაც ისინი საქართველოზე საუბრობენ