სამშობლოს სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს – დავით ჩიხელიძე

ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს – დავით ჩიხელიძე
„ბიძინა ივანიშვილის მორიგ, უპრეცედენტო ქველმოქმედება, ეს არის ქველმოქმედება მასშტაბის გარეშე“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ჩიხელიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი შეიძინა, რომელსაც ეროვნულ მუზეუმს გადასცემს.
„ბიძინა ივანიშვილის მორიგ, უპრეცედენტო ქველმოქმედება, ეს არის ქველმოქმედება მასშტაბის გარეშე. იოანე ზოსიმეს არამეულ და ქართულ ენაზე შესრულებული ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. კრიტიკა ყოველთვის მარტივია, მადლიერება და მადლობის თქმა კი მხოლოდ ძლიერთა ხვედრია, საინტერესოა ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს ეყოფა თუ არა სიძლიერე და გონიერება, რომ საქვეყნო საქმის გამო ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადოს. ივანიშვილი, სამშობლოს სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ამტკიცებს. ფაქტებით დასტურდება, რომ ივანიშვილის როლი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენა/შენარჩუნების საქმეში შეუფასებელია“-წერს დავით ჩიხელიძე.
Next: უშლიდა ვინმე ქალბატონ გიულის, ნაყოფიას, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ოქრიაშვილს, ამ უნიკალური კულტურის ძეგლის შესყიდვას და ქართველი ერისათვის ჩუქებას?

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი