ბიძინა ივანიშვილი: გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს:

“გილოცავთ უდიდეს გამარჯვებას – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია!

ეს ისტორიული შედეგი არის დაუღალავი შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ქვეყნის სიყვარულის შედეგი.
მადლობა მინდა გადავუხადო მოჭიდავეთა ეროვნული გუნდის თითოეულ წევრს, რომლებმაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს და ჩვენი ქვეყნის დროშა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა სხვა დროშაზე მაღლა ააფრიალეს.

ამ გამარჯვებას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ქალ და ვაჟ ძიუდოისტებს ერთობლივად მსოფლიოს პირველობა აქამდე არ მოუგიათ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას.”- წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ლარს ლოკე რასმუსენი – რუსეთი თვლის, რომ დაუსჯელად მოქმედება შეუძლია, ჩვენ ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე, დონბასში და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, საქართველოში შემოტანის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა