ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია, Julius Baer-ი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით – ბაჩიაშვილს გლობალური ძალები ღიად მფარველობენ

ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია, Julius Baer-ი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით – ბაჩიაშვილს გლობალური ძალები ღიად მფარველობენ
ს მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია,ბანკი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მაშინ, როცა სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ბანკებს ავალდებულებს, რომ გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.
მისივე თქმით,გიორგი ბაჩიაშვილს გლობალური ძალები ღიად მფარველობენ და მას ხელს შეგნებულად აფარებენ რაზეც გამოძიებისთვის მასზე არსებული ინფორმაციის დამალვა მეტყველებს. „გლობალური ომის პარტიასა და შვეიცარიის საბანკო სისტემას შორის აშკარა და ღია კოორდინაციაა. ბანკი, სადაც განთავსდა აქტივი, კანონიერად ემსახურებოდა კლიენტს,მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილის მიერ არ გაკეთდა საჯარო განცხადება გლობალური ომის პარტიის მხილებით.
სწორედ ამ ანცხადებას მოჰყვა ამერიკელი მაღალჩინოსანის, ჯიმ ო’ბრაიენის საპასუხო განცხადება ბიძინა ივანიშვილის მხილების უარყოფით და Julius Baer – მა დაიწყო ხელოვნური პრობლემების შექმნა ბიძინა ივანიშვილისთვის. ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკანონო ქმედებები შეუქცევადი პროცესია, ბანკი ბლოკავს სამართალდამცველების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ბრალდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მაშინ როცა სამართლებრივი ხელშეკრულებები და „ევროპოლთან“ თანამშრომლობა ბანკებს ავალდებულებს, რომ გამოძიების ფარგლებში გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია. ბაჩიაშვილს გლობალური ძალები ღიად მფარველობენ და მას ხელს შეგნებულად აფარებენ რაზეც გამოძიებისთვის მასზე არსებული ინფორმაციის დამალვა მეტყველებს. ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოჩენილი უკანონობა სცილდება ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობას, ეს არის გლობალური ომის პარტიის შურისძიება ადამიანზე რომელმაც ომსა და სისხლისღვრას გადაარჩინა ქართული სახელმწიფო.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ტრამპის სიტყვები, რომ არადემოკრატიული ამერიკა მისი მმართველობის დროს დემოკრატიული გახდება, როგორც მინიმუმ, დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს იმაზე, თუ როგორ შეიძლება არადემოკრატიული სახელმწიფო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობდეს?

ფსიქიკურად დაავადებული პირი ბათუმში, პოლიციელებს მოულოდნელად თავს დაესხა. განიარაღებისა და დაკავების პროცესში მან სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა – შსს