ბიტკოინის ღირებულებამ ახალი რეკორდი მოხსნა და $108 000-ს გადააჭარბა

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულებამ დღეს 108 000 დოლარს გადააჭარბა. ეს პირველი შემთხვევაა ამ ვალუტის ისტორიაში, როდესაც ბიტკოინის ღირებულებამ 108 000 დოლარს გადააჭარბა.
www.coinspeaker.com-ის ინფორმაციით, ბიტკოინი ფასი ახლა 40 უნცია ოქროს უტოლდება.
„მას შემდეგ, რაც ბიტკოინი აფიქსირებს ყველა დროის ახალ მაჩვენებელს, BTC-სთან ოქროს თანაფარდობამ ახალ პიკს, 40.04-ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 40 უნცია ოქროა საჭირო ერთი ბიტკოინის შესაძენად“, – წერს გამოცემა.
ბიტკოინის მიმართ ინტერესის ზრდა ძირითადად გამოწვეულია კრიპტოინვესტორების იმედებით -ის არჩეული პრეზიდენტის ს სამომავლო გადაწყვეტილებისადმი, რომელმაც მანამდე არაერთხელ გამოხატა კეთილგანწყობა კრიპტოვალუტის მისამართით.
„როიტერის“ ცნობით, თუ ინვესტორების იმედი გამართლდება და ტრამპის ადმინისტრაცია კრიპტოვალუტის რეგულაციებს შეამსუბუქებს, მაშინ ეს ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების პოზიციებს გაამყარებს.