ბიტკოინის ფასმა 103,000 დოლარს გადააჭარბა

პარასკევს ბიტკოინის (BTC-USD) ფასმა 103,000 დოლარს გადააჭარბა და იანვრის ბოლოდან მოყოლებული ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ფასმა მას შემდეგ მოიმატა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმება გაახმაურა, რაც ტარიფების დეესკალაციის სიგნალი იყო.
ბიტკოინის ფასი წლების მიხედვით, შემდეგია. საანგარიშო პერიოდად წლის დასაწყისი, ანუ იანვარია აღებული:
2010: $0.05
2011: $0.45
2012: $7
2013: $20
2014: $900
2015: $300
2016: $500
2017: $1,200
2018: $15,000
2019: $3,700
2020: $9,500
2021: $37,400
2022: $50,000
2023: $21,000
2024: $46,200
2025: $108,000