ბიტკოინებით ვაჭრობის რეკლამები შსს-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე

ბიტკოინებით ვაჭრობის რეკლამები -ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე
სოციალურ ქსელში, შსს-ს ოფიციალურ გვერდზე, კომენტარებში კრიპტო სისტემის და ბიტკოინებით ვაჭრობის რეკლამები ვრცელდება. კომენტარებში ვრცელდება ლინკები, რომლებსაც ტელეგრამ არხზე გადაჰყავხარ. ცხადია, არ დავწერთ არც კრიპტო სისტემის სახელს და არც ტელეგრამის ლინკს გავავრცელებთ, დასარეკლამებელ ადგილად შსს-ს ოფიციალური გვერდიც “საკმარისია” და მეტიც.
კრიპტო სისტემა წერს, რომ არ არის თაღლითური კომპანია, თუმცა, რა კომპანიაა, ვინ დგას მის უკან, რა სქემით მუშაობს, ვერ გეტყვით და გვეეჭვება შსს-საც ჰქონდეს ამაზე ინფორმაცია.
როგორც ჩანს, ტელეგრამ არხს არაქართველი პირები მართავენ, ტექსტები გაუმართავია და დიდი ალბათობით, გუგლის მეშვეობით თარგმნილი და არც ღმერთის ჩართვა დავიწყებიათ კრიპტო საქმიანობაში:
“გმადლობთ, რომ გვირჩიეთ… ღმერთმა დაგლოცოთ, რომ ენდობით და საქმიანობთ ჩვენთან.
ჩვენ მოგცემთ მომხმარებლის 100%-იან კმაყოფილებას. თქვენი ინვესტიციები ჩვენთან უსაფრთხო და დაცულია.”
იმ შემთხვევაში, თუ შსს-ს ოფიციალური გვერდის კომენტარებიდან, ვინმე ამ ლინკზე გადავა და იქ თაღლითობის მსხვერპლი გახდება, ვინ იქნება პასუხისმგებელი? შესაძლოა ბევრმა ჩათვალოს, რომ რაკი შსს-ს გვერდზე ვრცელდება, უსაფრთხოა.
რადგან, ვინ დაიჯერებს, რომ მაშინ როცა ქალაქში ყველგან კამერებია, მაშინ როცა მინისტრები ერთმანეთსაც კი უსმენენ და ჩვენ გვახსოვს ღარიბაშვილის და ს გამოქვეყნებული ჩანაწერი, მაშინ როცა სუსის კრებსები სასულიერო პირებზეც კი იწერება, სახელმწიფო ვერ ახერხებს ოფიციალური გგერდების კონტროლს?

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს