ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “სან ანტონიო სპურსი” 112:111 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ითამაშა, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 26:21 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრანც ვაგნერი გახდა, “ორლანდოს” ლიდერმა 38:06 წუთში 33 ქულა, 12 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.
“სან ანტონიოდან” ვიქტორ ვემბანიამამ 30:57 წუთში საკუთარ გუნდს 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 4 დაფარება შესძინა.
აღნიშნულ მატჩში “სპურსის” ქართველ კალათბურთელ
სანდრო მამუკელაშვილს მონაწილეობა არ მიუღია.
“ორლანდო” 26 გამარჯვებითა და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი 11 თებერვალს “ატლანტა ჰოუქსს” შეხვდება.
ამრიგად, “სპურსი” 22 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, “ტეხასელები” 11 თებერვალს “ვაშინგტონ ვიზარდსს” დაუპირისპირდებიან.
